“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა გვარამიას პროცესთან დაკავშირებით კარგი მოლოდინი არ აქვს. მისი თქმით, გვარამია არა მარტო დამოუკიდებელი მედია, არამედ ოპოზიციის მამოძრავებელი ძალაც იყო:
“მოლოდინი რომ გქონდეს ამ ქვეყანაში ამ სასამართლოსგან ძალიან რთულია, ამიტომ კარგი მოლოდინი არ გვაქვს. რაც შეეხება თვითონ საქმეს, ჩვეულებრივი შეტევაა დამოუკიდებელ მედიაზე, თუმცა ნიკა გვარამია არ იყო მარტო დამოუკიდებელი მედია, რაღაცნაირად როგორც აღმოჩნდა, მნიშვნელოვანი ძრავა იყო ოპოზიციური სპექტრისაც. მისი დაკავების შემდეგ დაეტყო ეს ყველაფერი ოპოზიციურ აქტივობასაც, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის აქტივობას ვგულისხმობ” – განაცხადა ჯაფარიძემ.