ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით დღეს საქართველოს ეწვევა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

თბილისის აეროპორტში დაგეგმილია დახვედრის ოფიციალური ცერემონია.

დღესვე, „შატო მუხრანში”, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

იტვირთბა....