ახალი ამბები კრიმინალი საზოგადოება

აფეთქება ლაღიძეზე – მამაკაცი, რომელმაც ხელყუმბარა შურისძიების მიზნით ისროლა, პოლიციამ დააკავა

პირი, რომელმაც ლაღიძის ქუჩაზე ყუმბარა ისროლა, პოლიციამ დააკავა. მომხდართან დაკავშირებით, “პირველებმა” ახალი დეტალები გაარკვია.

ირკვევა, რომ ქალაქის ცენტრში ხელყუმბარა ერთმა მამაკაცმა მეორეს წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო ესროლა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცები ერთმანეთს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი შურისძიება ყუმბარის გამოყენებით სცადეს. მათი თქმით, კონფლიქტის მონაწილე ორივე პირი გამოვიდნენ კლინიკიდან, სადაც საჭიროების მქონე მოქალაქეებს მეტადონის პროგრამით ეხმარებიან.

“ჩხუბია, ყოველდღე ჩხუბია… ეს მეტადონშიკები… ერთამენთს ესროდნენ ხელყუმბარას… კიდევ კარგი ორშაბათი დღე არ იყო, ვინმეს მოხვდებოდა უეჭველად,” – ამბობს ადგილობრივი.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საგმოძიებო მოქმედებები უკვე დაასრულეს.

დაპირისპირება ლაღისძის ქუჩაზე გუშინ დღის საათებში მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი გამვლელი. სამივეს მდგომარეობა სტაბილურია.

 

 

იტვირთბა....