არსებული ინფორმაციით, ლაღიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა. დაშავებულია 3 პირი, რომლებიც მედიის ინფორმაციით, “ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის” სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები არიან და შენობიდან გამოდიოდნენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 19-109 -ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) დაიწყო.