ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბრძოლა მოვიგეთ, შემოდგომაზე კი გამარჯვებასაც ოფიციალურად გავაფორმებთ”

“ბრძოლა მოვიგეთ. ვრჩებით ადგილზე და ომსაც მოვიგებთ. შემოდგომაზე კი გამარჯვებას ოფიციალურად გავაფორმებთ” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი გივი თარგამაძე წერს.
თარგამაძე ამ განცხადებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ციხისძირში ხეების გადარგვითი სამუშოების შეჩერებას გამოეხმაურა.
“ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა სამუშაოები. გვითხრა, გაარკვიეთ ყველაფერი და დაალაგეთ სიტუაცია. როგორც კი მოგვარდება ყველაფერი, შემდეგ გააგრძელეთ სამუშაოებიო,” – ამის შესახებ ციხისძირში სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ზიმოს დირექტორმა, ზურაბ კიკნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მას სამუშაოების წარმოებისთვის ყველანაირი საბუთები აქვს, გარდა ერთისა. მისი განმარტებით, ეს ერთი საბუთი არის მიწის კერძო მესაკუთრისგან, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
“აჭარის მთავრობისგან ხეების შეძენის დოკუმენტი მაქვს, რკინიგზის დეპარტამენტისგან მაქვს ნებართვა, რომ ამ ლიანდაგის იქეთ გადავიტან ხეებს. გზების დეპარტამენტი აკონტროლებს ზღვასთან მისვლის საკითხს და მათგან მაქვს უფლება, რომ ეს სამუშაოები შევასრულო. ერთადერთი, რაც არა მაქვს, ეს არის კერძო მესაკუთრისგან ნებართვა, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, პანამაში და მეპატრონეს ვერ ვპოულობთ. ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე ტერიტორია ეკუთვნის ამ პირს,” – აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ და დასძინა, “თუ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, პასუხსაც ვაგებ”.

იტვირთბა....