ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქვეყნის უსაფრთხოება სერიოზული პრობლემის წინაშეა” – ხუხაშვილი რუსების მასობრივ შემოსვლაზე

უცხოური გამოცემა POLITICO საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ჩვენს ქვეყანაში პუტინის მომხრე რუსებს უფრო უადვილდებათ შემოსვლა, ვიდრე მის მოწინააღმდეგეებს.

აღნიშნულ თემაზე “მეტრონომი” პოლიტიკის ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

ხუხაშვილის განცხადებით, “პოლიტიკოს”  სტატია შემთხვევით არ არის გამოქვეყნებული და ქვეყნის უსაფრთხოება პრობლემის წინაშე დგას.

ამასთან, ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო ეკონომიკურ ომში რუსეთის მხარეს მონაწილეობს.

“საქართველოში პუტინის მომხრეების შემოსვლა, მისასალმებელი არ არის და ქვეყნის უსაფრთხოება არის სერიოზული პრობლემის წინაშე. არ მხოლოდ მიგრაციის გამო..მიგრაციას ბევრი პრობლემა მოყვება ჩვენ არ ვიცით ვინ არიან ემიგრანტები ბუნებრივია მათი გარკვეული ნაწილი სპეც სამსახურების წარმომადგენელუ და კონკრეტული გეგმებით არიან შემოსული, მეორე ნაწილი არიან ადამიანები რომლებც ისევ რუსეთზე მუშაობენ სანქციების გვერდზე ავლით ლოჯისტიკური სქემების დალაგების კუთხით, ჩვენ ვხედავთ 50 000-ზე მეტი ანგარიშია გახსნილი ქართულ ბანკებში, რაც ნიშანვს, რომ ჩვენ ეკონომიკურ ომში უკვე ვმონაწილეობთ, არა დასავლეთის, არამედ რუსეთის მხარეს, რადგან მათ პრობლემების გადაჭრაში ვეხმარებით. ის ნაწილი, რომელიც რუსეთიდან გამოქცეულია მოწყვლადია რუსეთის სპეცსამსახურებისთვის, მათ უნდა იმუშაონ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის და თუ ამას არ გააკეთებენ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პრობლემები შეექმნებათ. ოპონენტების პრობლემების შექმნის არაერთი შემთხვევა ვნახეთ რუსეთის მხრიდან ჟურნალისტების თუ სხვა საზოგადო მოღვაწეების. სერიოზული პრობლემაა…. “პოლიტიკოს”  სტატია შემთხვევით არ არის გამოქვეყნებული. ეს პრობლემა როდის და რა ფორმით იფეთქებს არავინ იცის. ჩვენი ხელისუფლება კი შეშფოთების  ნაცვლად ამაყობს.

იტვირთბა....