ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უცხოური მედია: პუტინის მომხრე რუსებს უფრო უადვილდებათ საქართველოში შესვლა, ვიდრე მის მოწინააღმდეგეებს

უცხოური გამოცემა POLITICO საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ჩვენს ქვეყანაში პუტინის მომხრე რუსებს უფრო უადვილდებათ შემოსვლა, ვიდრე მის მოწინააღმდეგეებს.

“ეს არ არის ის, რაც ქართველებს ახარებთ. ისინი რუსების შემოდინებას ებრძვიან” – წერია სტატიაში და აღნიშნულია, რომ ჩვენს ქვეყანას 2008 წელს პუტინის ინტერვენციაზე მწარე მოგონებები აქვთ:

“ქართველებისთვის უკრაინაში კონფლიქტი აცოცხლებს 2008 წელს რუსული შემოჭრის მტკივნეულ მოგონებებს. ეს ნიშნავს, რომ ბევრს ნაკლებად სიამოვნებს ახალჩამოსულთა ხილვა, რადგან ისინი ფართოდ არიან ეჭვმიტანილი, რომ კვლავ მხარს უჭერენ პუტინის ომს, მაგრამ უბრალოდ არ სურთ ბრძოლა”,- აღნიშნულია პუბლიკაციაში.

სტატიაში ასევე ნათქვამია რომ ქართველებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსების შემოდინებას, ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის – ეს ასევე ეკონომიკის საკითხია, რადგან მათი შემოსვლით იზრდება ქირის და სურსათის ფასები. საქართველოში ბევრს აწუხებს, რომ ისინი ეკონომიკურ ტვირთად იქცევიან.

იტვირთბა....