aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა მიზნით შემოვიდა ნატოს 4 გემი ბათუმში? (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები


დღეს, საპორტო ვიზიტით ბათუმის პორტში ნატოს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფის SNMGMG2-ის 4 გემი შემოვიდა. შსს-ს ცნობით, ხომალდების ჯგუფის შემადგენლობაშია თურქეთის, რუმინეთის, ესპანეთისა და ბულგარეთის ფლოტის გემები.

ნატო-ს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დაჰყოფენ და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული სწავლებები ნატო-სა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ამჟამად ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია „აქტიური ძალისხმევის“ მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას. ის, ასევე, წარმოადგენს ნატო-ს სწრაფი რეაგირების (NRF) საზღვაო კომპონენტს.

ხვალ ბათუმში ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციოც ჩამოვა.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა:

„დღეს ბათუმს ეწვია ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი 4 ხომალდის შემადგენლობით, რომლებიც ერთობლივ და საჩვენებელ წვრთნებს გამართავენ სანაპირო დაცვის ხომალდებთან ერთად. ეს არის გათვალისწინებული ნატო-ს კალენდრით და მიმართულია სანაპირო დაცვის ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებისკენ. ამასთანავე, ხვალ ჩამოვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის კონტრადმირალი ბატონი ჯორჯო ლაციო, რომლის ვიზიტი ერთხელ კიდევ ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

იტვირთბა....