“არის საშიშროება რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ”. – ამის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, წყლის შემოდინება ენგურჰესზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს წინა წლებში იყო.
“რეალურად წყლის ნაკლებობა იყო, წელს არ იყო ისეთი შემოდინება, როგორც წლების განმავლობაში. დაახლოებით 2 კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და არის საშიშროება იმისა, რომ მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ. ეს ინფორმაცია მათთვის მიწოდებული გვაქვს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა რაიმე გზით იქნას მოგვარებული”. – ამბობს მინისტრი.