.
სულ მცირე 52 ადამიანი დაიღუპა მექსიკის ციხეში გაჩენილი ხანძრის გამო. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, პატიმრების სხვადასხვა დაჯგუფებამ ცეცხლი განზრახ გააჩინა. ოჯახის წევრები და ნათესავები ციხის გარეთ არიან შეკრებილნი და ცდილობენ თავიანთი ახლობლების შესახებ რაიმე შეიტყონ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პატიმრები გაქცევას გეგმავდნენ და ცეცხლი ამ მიზნით გააჩინეს.