ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“გევედრები, შეაჩერე ძალადობა” – რომის პაპი პუტინს

წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ადამიანების წინაშე, რომის პაპმა ფრანცისკემ, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით არსებული კრიზისი საფრთხეს უქმნის ბირთვულ ესკალაციას უკონტროლო გლობალური შედეგებით.

„ჩემი მიმართვა უპირველეს ყოვლისა ეხება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ვევედრები მას შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი, თუნდაც თავისი ხალხის სიყვარულით. მეორე მხრივ, თანაბრად იმედიანად მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ღია იყოს სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის. საერთაშორისო ცხოვრების ყველა პროტაგონისტს და ერების პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ გააკეთონ ყველაფერი, რათა ბოლო მოეღოს მიმდინარე ომს სახიფათო ესკალაციებში ჩათრევის გარეშე, ხელი შეუწყონ და მხარი დაუჭირონ დიალოგის ინიციატივებს“ – განაცხადა რომის პაპმა.

წყარო: reuters

იტვირთბა....