საქართველოში ავსტრიის ელჩი, თომას მიულმანი გმობს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს.
“ვგმობთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში”, – ციტირებს IPN თომას მიულმანის სიტყვებს.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტის გამო უწყებაში ბელარუსის ელჩი დაიბარა დ განმარტებები მოსთხოვა.
ამავე თემაზე: “გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს” – კლეიტონი ლუკაშენკოს ვიზიტზე