ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს” – კლეიტონი ლუკაშენკოს ვიზიტზე

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში,  მარკ კლეიტონი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ეხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში.

“გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე”- წერს კლეიტონი Twitter-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.

იტვირთბა....