ახალი ამბები მთავარი

მთავრობა 3 სამაშველო ვერტმფრენს 27 მილიონ ევროდ იყიდის

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობა სამ ახალ სამაშველო ვერტმფრენს 27 მილიონ ევროდ (74 მილიონი ლარი) იყიდის.

“ვერტმფრენზე ავანსის გაცემა მოგვიწევს წელს და შემდგომ უკვე მოწოდების მიხედვით იქნება გადახდები. რაც შეეხება თანხას, სამი ვერტმფრენის ღირებულება არის დაახლოებით 27 მილიონი ევრო და ამ თანხის გარკვეული ნაწილის გადახდა ხდება წელს”-განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

bm.ge-ს ცნობით, 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტის მიხედვით, უშუალოდ წელს ამ მიმართულებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მთავრობა “სუპერ პუმას” ვერტმფრენს გაყიდის და ახალ სამაშველო ვერტმფრენს იყიდის.

იტვირთბა....