Maxar Technologies რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის საგუშაგოზე არსებული უზარმაზარი საცობების ამსახველ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, რიგში არიან ადამიანები, რომელთაც რუსეთის დატოვება პუტინის გამოცხადებული “ნაწილობრივი მობილიზაციის” გამო სურთ.
სურათებზე ჩანს რუსული მანქანების რიგი, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთით სასაზღვრო პუნქტიდან მინიმუმ 16 კილომეტრზე.
საქართველოში შემოსასვლელად რიგში დგანან სატვირთო მანქანებიც.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს გეგმავს, მას შემდეგ რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
რუსეთი ლარსის გამშვებ პუნქტთან სამობილიზაციო პუნქტს გახსნის
ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს