ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ბატიაშვილი: ამ წუთებში ლარსზე საქართველოს საზღვართან შეიარაღებული რუსი სამხედროები გამოჩნდნენ ბეტეერებით

ამ წუთებში ლარსზე საქართველოს საზღვართან შეიარაღებული რუსი სამხედროები გამოჩნდნენ ბეტეერებით, – აღნიშნულის შესახებ “რონდელის ფონდის” მკვლევარი ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ბატიაშვილი წერს, ერთი ვერსიით, მათ ბლოკ-პოსტის ჩადგმა სურთ.

“ვითომ საზღვრის ჩაკეტვას აპირებენ და მერე რომ არ იხუვლოს ხალხმა აქეთ, მაგისთვის ემზადებიან?”, – წერს ბატიაშვილი და ვითარების ამსახველ ფოტოს ავრცელებს.

ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

რუსეთიდან მოქალაქეების კონკრეტულად კი სამხედრო ასაკის მამაკაცების გადინება, სწორედ ხსენებულმა მობილიზაციამ გამოიწვია.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს აპირებს, მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

ამავე თემაზე:

რამდენმა კაცმა დატოვა რუსეთი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ

საზღვარზე 30 კმ-იანი რიგია – რუსები საქართველოში ველოსიპედებით და ფეხით შემოდიან

იტვირთბა....