ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

Meduza: რუსეთმა შესაძლოა საზღვრები სრულად ჩაკეტოს

მამაკაცების მასიური გადინების შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა საზღვრები სრულად ჩაკეტოს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული ოპოზიციური მედია Meduza ავრცელებს.

Meduza-სთან საუბარში წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება რუსი მამაკაცებისთვის  არ გეგმავს საზღვრის ჩაკეტვას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე “რეფერენდუმების” დასრულებამდე (ისინი 27 სექტემბერს დასრულდება).

თუმცა, როგორც მედია წერს ვითარება შეიძლება შეიცვალოს „თუ იქნება მასიური გადინება“.

Meduza-ს თანამოსაუბრეების თქმით, სიტუაცია დამოკიდებულია “ძალაუფლების ბლოკის” (ანუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, სპეცსამსახურების და ძალოვანი სტრუქტურების) შეფასებაზე, ასევე თავად ვლადიმირ პუტინზე, რომელიც დარწმუნებულია, რომ “რეფერენდუმი” და მობილიზაცია უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად.

ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

იტვირთბა....