ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ში TikTok გაითიშა – აკრძალვა ოფიციალურად შევიდა ძალაში

შეერთებულ შტატებში სოციალური პლატფორმა TikTok-ი აკრძალვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გაითიშა.

აპლიკაციაში გამოქვეყნებულია შეტყობინება აშშ-ის მომხმარებლებისთვის, სადაც ნათქვამია, რომ ამოქმედდა კანონი, რომელიც TikTok-ს კრძალავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მის გამოყენებას ვერ შეძლებენ.

“ჩვენდა საბედნიეროდ, პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის გადაწყვეტაზე, როგორც კი თანამდებობას დაიკავებს“ – აღნიშნულია შეტყობინებაში.

იტვირთბა....