ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციამ ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე შეცდომით დააკავა

ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე შეცდომით დააკავეს, სინამდვილეში კი სხვა დემონსტრანტებს ეძებდნენ.

“მათი მიზანი იყო იმ მანიფესტანტების დაკავება, რომლებიც ფეიერვერკს ისროდნენ, ასე ვთქვათ, აქციაზე და ჩაცმულობით მოხდა მხოლოდ მიმსგავსება ოთოსი და რატისი და აი რეალურად ამის გამო აედევნა კრიმპოლი, კრიმპოლი იყო, როგორც მომახსენა რატიმ. როგორც რატიმ მომახსენა, კრიმპოლი იყო. შესაბამისად, აღმოჩნდა ისე, რომ შეეშალათ, სხვა პირების დაკავება სურდა პოლიციას, თუმცა რეალურად, შემთხვევით, შერჩევითი მექანიზმით შეეშალათ და რეალურად სხვა ადამიანები დააკავეს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დაკავების მომენტში არც ერთ მათგანს არ ეცვა ფორმა” – ამბობს ადვოკატი.

იტვირთბა....