ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა – ზავი ადგილობრივი დროით 11:15 ზე ამოქმედდა. ეს პროცესი თითქმის სამი საათით გადაიდო, რადგან ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყებდა, ვიდრე ისრაელი „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ მიიღებდა.
„ჰამასმა“ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში სიის მიწოდების დაგვიანება ტექნიკური მიზეზებით ახსნა. ისრაელის მხარის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, ისრაელელ მძევლებს შორის, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში გათავისუფლდებიან, არიან 7 ოქტომბერს აყვანილი ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ხანდაზმული მძევლები.