ახალი ამბები

პეტრიაშვილი მეუღლის გათავისუფლებაზე: „ქოცებსაც დაგამარცხებთ! ეს საქციელი ძვირად დაგიჯდებათ!“

„ვიდრე ჩვენ ნაძალადევში მოქალაქეების პრობლემების გადაჭრის გზებზე ვმსჯელობდით და ამასთან ერთად ვისმენდით „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის, დავით ნარმანიას და პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების “ლოცვა კურთხევას”, საზმაუს ლომგულ ტროიკას – სერგი გვარჯალაძეს, ბასა ჯანიკაშვილს და გიორგი ბარათაშვილს აღუსრულებიათ გრიგორიჩ რამბალ კოშეს ინსტრუქცია და ჩემი ოჯახის წევრობისთვის, ეკა მიშველაძე გაუნთავისუფლებიათ სამსახურიდან! რატომღაც, 2009 წლის 18 თებერვალი გამახსენდა. მამაჩემი იწვა რეანიმაციაში და ჩვენი პოლიტიკური განაცხადიდან ორ დღეში ნაციონალებმა უკანა თარიღით გაათავისუფლეს თანამდებობიდან! მამაჩემი გადარჩა, ნაცებიც დავამარცხეთ და ქოცებსაც დაგამარცხებთ! მარა ეს საქციელი ბევრს ძვირად დაგიჯდებათ!“ – ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი მისი მეუღის  ეკა მიშველაძის „პირველი არხიდან“ გაშვებას.

შეგახსენებთ, ეკა მიშველაძე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა. მან ამის შესახებ წერილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისგან, გიორგი ბარათაშვილისგან, მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ ეკა მიშველაძის გადაცემა “პირველი სტუდია“ დაიხურა, ხოლო მის მიერ წარმოდგენილმა ახალი გადაცემის პროექტმა არხის ხელმძღვანელობის მოწონება ვერ დაიმსახურა.

 

იტვირთბა....