ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ერთი პუნქტი დამალეს” – რა წერია ნაწილობრივი მობილიზაციის დოკუმენტში

რუსეთში მობილიზაციის შესახებ ვლადიმერ პუტინის განკარგულების ერთ-ერთი პუნქტი დამალეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამ ფაქტმა ყურადღება მიიქცია, რადგან კრემლის ვებსაიტზე არსებული დოკუმენტიდან მე-7 პუნქტი იყო გამოტოვებული.

როგორც ირკვევა, მას „სამსახურეობრივი გამოყენების“ მიზნით გრიფი ადევს. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, მობილიზაციის შესახებ ბრძანებულების მე-7 პუნქტი (კრემლის ვებსაიტზე გამოტოვებული იყო) ეხება გასაწვევი რეზერვისტების რაოდენობას.

საბოლოოდ ირკვევა, რომ მე-7 პუნქტი არსებობს, თუმცა მისი შინაარსი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

იტვირთბა....