ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსებმა საქართველოს, სომხეთის და თურქეთის მიმართულებით ბილეთების მასიურად შეძენა დაიწყეს

რუსებმა საქართველოს, სომხეთის და თურქეთის მიმართულებით ბილეთების მასიურად შეძენა დაიწყეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ეს ხდება მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

Nestka-ს გამოცემა იტყობინება, რომ 21 სექტემბრის პირდაპირი ბილეთები სტამბოლისა და ერევნის მიმართულებით პუტინის გამოსვლიდან რამდენიმე წუთში ამოიწურა.

„მოსკოვის დროით შუადღისთვის პირდაპირი ბილეთები მოსკოვიდან ტაშკენტის, ბაქოს, ბიშკეკისა და ასტანას მიმართულებით გაყიდვიდან გაქრა. ჯერ კიდევ არის ტრანსფერების ვარიანტები“ , – წერს გაზეთი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ რუსეთიდან პირდაპირი რეისით ფრენა შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ქვეყნებში. 2020 წლიდან რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისები არ განხორციელდება. თბილისში მოსკოვიდან შეგიძლიათ მოხვდეთ, მაგალითად, სომხეთის ან თურქეთის გავლით.

იტვირთბა....