ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

VIDEO: ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული შანტაჟი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, შესაძლოა მოვლენები შანტაჟის ავტორების საწინააღმდეგოდ შეტრიალდეს.

“როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება, ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას რუსეთისა და ჩვენი ხალხის დასაცავად. ეს ბლეფი არ არის. ყველამ, ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ “ქარის ვარდი” შეიძლება შებრუნდეს მათი მიმართულებითაც”, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:  პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

იტვირთბა....