ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი კრემლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება მხოლოდ მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება”,- განაცხადა პუტინმა.

როგორც ირკვევა, ღონისძიებები დღეიდან დაიწყება.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ნაწილობრივი მობილიზაციის პერიოდში სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლებელია ასაკის, ჯანმრთელობის პრობლემების გამო და სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთის საფუძველზე.
საგულისხმოა, რომ რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებს მოსახლეობისთვის მობილიზაციისკენ მოწოდება დაევალათ.
იტვირთბა....