ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“რუსები, დაჭრილ ჯარისკაცებს ოპერაციას არ უტარებენ, მსუბუქ დიაგნოზს უსვამენ და ბრძოლაში აბრუნებენ” – ურკაინული დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში ჩართვაზე პირადი შემადგენლობის მასობრივი უარის გამო, რუსულ სამხედრო ნაწილებს უკრაინაში ქვედანაყოფების გაგზავნის პროცესის გაუქმება მოუხდათ. როგორც Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის ომში მონაწილე ქვედანაყოფებში კადრების კატასტროფული დეფიციტია.

“რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ ნაწილებში პირადი შემადგენლობის უკრაინაში გამოგზავნა ჩაეშალათ, მიზეზი – მასობრივი უარი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე. 36-ე არმიის მე-5 ცალკეული სატანკო ბრიგადის მსახურები უკრაინაში მიმდინარე საბრძლო მოქმედებებში ჩართვაზე უარის თქმის გამო განცხადებებს წერენ სამხედრო სამსახურის დატოვების შესახებ. ამასთან, იმ ქვედანაყოფებში, რომლებიც უკრაინის ომში მონაწილეობენ, კადრების კატასტროფული დეფიციტია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც დაზვერვის მთავარ სამმართველოში აღნიშნავენ, ამ პრობლემის გადასაჭრელად, დაჭრილ ჯარისკაცებს მნიშნელოვნად შეუმცირეს მკურნალობის ვადები და მათ შეგნებულად უშვებენ ჰოსპიტალებიდან მსუბუქი დიაგნოზებით.

“გადაწყვიტეს, მნიშვნევლოვნად შეამცირონ დაჭრილებისა და კონტუზიანი პაციენტების რეაბილიტაციაზე გათვლილი დრო. დაჭრილებს ჰოსპიტალებში შეგნებულად უსვამენ მსუბუქ დიაგნოზებს, აღარ უტარებენ წინასწარ დაგეგმილ ოპერაციებს და უკრაინაში ომში დაბრუნებას სთავაზობენ. ექიმებს ეძლევათ “რეკომენდაცია”, ქირურგიულ ჩარევაზე ნებართვა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ, ანაც, პაციენტის მეთაურის უშუალო ნებართვის შემთხვევაში გასცენ. ცნობილია შემთხვევაა, როდესაც ყურისდაფის აპკის გახეთქვის და ტვინის შერყევის მიუხედავად, სამხედრო მოსამსახურე 3 დღეში გამოწერეს ჰოსპიტალიდან ოფიციალური დიაგნოზით – ოტიტი [ყურის ანთება] და რეკომენდაცია მისცეს, მორიდებოდა ყურის გაციებას”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

დაზვერვის სამმართველოს ცნობით, ამჟამად ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ ხერსონთან ცდილობენ თავიანთი დაჯგუფების გაძლიერებას “დამწყები რეზერვისტების” ხარჯზე.

იტვირთბა....