ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

🎥”ირაკლი კობახიძე ორჯერ იყო ჩვენთან მოსული… ეტყობა, სოსოს თანამდებობას სთავაზობდნენ” – გოგაშვილის მეუღლე

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის ცოლის, თეა მართყოფლიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოსო გოგაშვილთან პირადად მიდიოდა და გაჩუმების სანაცვლოდ, თანამდებობას სთავაზობდა.

“ერთი წლის წინ, ამათ თურმე საქმე უკვე აღძრული რომ ჰქონდათ სოსოს წინააღმდეგ, მაშინ, ნამდვილად იყო ირაკლი კობახიძე ორჯერ მოსული და კიდევაც გამიკვირდა, ასე ხშირად რატომ მოდიოდა, მაგრამ ეტყობა, სთავაზობდნენ სოსოს თანამდებობასაც, ყვლეფერს და თუ საქმე ჰქონდათ აღძრული, მაშინ რაღას მოდიოდნენ და რაღას სთავაზობდნენ ან თანამდებობას, ან თანხას?”,

თეა მართყოფლიშვილის თქმით, ერთ-ერთი ასეთი საუბრის ბოლოს გაიგონა, როგორ უთხრა მისმა ქმარმა კობახიძეს, რომ ის არ იყიდებოდა.

“1-2 საათი მაინც იქნებოდა, რომ საუბრობდნენ, მშვიდი საუბარი ჰქონდათ, ბოლოს, უკვე ორი საათი რომ გავიდა და საუბარი გრძელდებოდა, გავხედე სტუმარს, რამე ხომ არ სჭირდებოდა და ბოლოს გავიგე სოსომ რომ უთხრა – სოსო გოგაშვილი არ იყიდებაო – არ ეს სიტყვები გავიგე ნამდვილად. რკინიგზაში სთავაზობდნენ ნადვილად და ეუბნებოდნენ, რომ 20 000 გექნება ხელფასი და კარგად, მშვიდად იქნებიო”, – ამბობს თეა მართყოფლიშვილი.

იტვირთბა....