ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინელებმა 8 რაიონში მოიგერიეს ოკუპანტების შეტევები

უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს რუსი ოკუპანტების შეტევები 8 დასახლებული პუნქტის: სპორნის, მაიორსკის, ოდრადივკას, ვესელაია დალინას, ვოდიანოეს, ავდეევკას, ბეზმიანნოეს და ნოვოტრიტორევკას რაიონებში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

როგორც გენშტაბში აცხადებენ, მოწინააღმდეგე აგრძელებს დონეცკის ოლქის სრულად ოკუპაციის მცდელობას.

“მოწინააღმდეგეს არ შეუწყვეტია მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიქტებზე დარტყმები. ისინი განაგრძობენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას. საავიაციო, სარაკეტო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დარტყმებით, 33-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....