ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობა 50 მილიონად ახალ სამაშველო ვერტმფრენს იყიდის

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობა ახალ სამაშველო ვერტმფრენს შეიძენს, რომელიც 50 მილიონი დაჯდება.

“სამაშველო ვერტმფრენის შესაძენად გამოიყოფა 50 მილიონი ლარი”, – bm.ge-ს ცნობით, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა 2022 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტზე საუბრისას.

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დღეს დაამტკიცა. ბიუჯეტის განახლებული ვერსიის ზუსტი პარამეტრები ხვალ გახდება ცნობილი.

იტვირთბა....