[su_quote]ჩვენ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით რა პოზიციას გვაქვს არის ის, რომ მიკერძოებაში რომ არ ჩაგვთლოდა რომელიმე პიროვნების, ან რომელიმე პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ იყო მიმართული ჩვენი მოქმედებები, პირდაპირ ავიღეთ და გადმოვთარგმნეთ ის კანონი, რომელიც უკრაინაში მიიღეს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშრებით და მაგის იქით რა დახმარება უნდა შემოგვთავაზოს [არახამიამ]. თვითონ ხომ მიიჩნევენ, რომ ძალიან კარგად შეუძლიათ ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა და გავიზიარებთ მათ პრაქტიკას. გასაგებია, რომ ივანიშვილი არ ეხატებათ გულზე და არ მიკვირს. იმიტომ, რომ მაგათ ოცნებაში უნდათ და ცდილობენ, ამ კაცს რამენაირად სანქციები დაუწესდეს. მათ გონიათ, რომ დეოლიგარქიზაცია მაინცდამაინც ამ პიროვნების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული და ეს ადამიანი ოლიგარქის ნიშნებს არ აკმაყოფილებს და მაინცდამაინც თუ დანაშაულია, რომ ადამიანი მდიდარია, ეგრე ბევრი ადამიანია მთელს მსოფლიოში დამნაშავე. მარტო იმის გამო უნდა დავსაჯოთ ადამიანი, რომ მდიდარია და საკუთარი ქვეყნის განვითრებას ახმარს თანხას და უდიდეს ქველმოქმედებას ეწევა?[/su_quote]
ამის შესახებ “მეტრონომს” “ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განუცხადა.
უკრაინის რადას დეპუტატი და ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი დავით არახამია ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სანქციებზე საუბრობს.
არახამია ვიდეოში ქართველებს მიმართავს და ამბობს, რომ მათ დეოლიგარქიზაციაში დაეხმარება.