ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეგრელიშვილი ვადამდელზე: ახლა ეს მოთხოვნა ოპოზიციური საქმისთვის კონტრპროდუქტიულია

[su_quote]ჩვენ გვინდა ნებისმიერი არჩევნები, ვადამდელი თუ ვადიანი, კონსტიტუციის ცვლილების შემდეგ, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ პარლამენტი უნდა იყოს ჩვეულებრივი, ნებისმიერი არჩევნები ჩატარდეს დაბალი ბარიერით, რაც ფაქტობრივად, შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო, რომ სრულად პროპორციული არჩევნები მივიღოთ დაბალი ბარიერით და ამის მერე გინდა ვადიანი ჩატარდეს და გინდა უვადო – ნებისმიერი. უბრალოდ, როდესაც ყოველგვარი ცვლილების გარეშე ითხოვ და მათ შორის, იმის გარეშე, რომ ვთქვათ, ხალხმა არ იცის რისთვის ტარდება ეს ვადამდელი არჩევნები, ჩემი აზრით, ეს არის ოპოზიციური საქმისთვის კონტრპროდუქტიული, ეგ მიმაჩნია პრობლემად[/su_quote]

ამის შესახებ “მეტრონომს” “გირჩის” ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის  ნიკა მელიას განცხადებით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია.

იტვირთბა....