ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთმა აშშ-ს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მოთხოვნები წარუდგინა – Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ მოთხოვნების სია წარუდგინა.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთის მიერ წარდგენილი პირობები ვრცელია რომელიც უკრაინის, აშშ-სა და ნატო-ს მიმართ მოსკოვის მიერ ადრე წარდგენილი მოთხოვნების მსგავსია.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ელოდება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, დათანხმდება თუ არა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რისთვისაც უკრაინულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა.

Reuters-ი სანდრო წყაროებზე დაყრდობით წერს, რომ ადრინდელი პირობები მოიცავდა მოთხოვნას უკრაინის ნატო-ში არ გაწევრიანების შესახებ, შეთანხმებას უკრაინაში უცხოური ჯარების არ განლაგების შესახებ და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრეტენზიის – რომ ყირიმი და უკრაინის ოთხი რეგიონი რუსეთის კუთვნილებაა – საერთაშორისო აღიარებას.

იტვირთბა....