ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის  ნიკა მელიას განცხადებით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დასაკარგი დრო არ გვაქვს. ეს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა შესაძლებელია, ძალიან მალე დაიხუროს, სწორედ ამიტომ შექმნილი უმძიმესი კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი და ქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად, ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად. რა არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა? – მრავლაფეროვანი პოლიტიკური აქტივიობები და სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიება, ასევე, უწყვეტი ურთიერთობა მოქალაქეებთან“, – განაცხადა მელიამ.

იტვირთბა....