ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კულუმბეგოვი: ​კოვიდდადებითობის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ საქართველოში ​კოვიდდადებითობის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა. მისი თქმით, შესაძლოა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს.

კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ დაავადების გამოვლენაძალიან მნიშვნელოვანია და მოსახლეობას მოუწოდებს, ჩაიტარონ ტესტირება.

“ბოლო ორი კვირის მონაცემებით, 17%-იანი კოვიდდადებითობის მაჩვენებელი გვაქვს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია და შიდა გავრცელების საკმაოდ მაღალ მასშტაბებზე მიუთითებს. თუ შევხედავთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებს, ჩვენი ტიპის დადებითობის მაჩვენებლის, ჩატარებული ტესტირების რაოდენობითა და სხვა მონაცემებით, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. სასურველია ტესტირების მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი, რასაც აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა. ქვეყანას პიკური გავრცელება გადავლილი აქვს, ჩვენ ახლა ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც არის პლატო და შეიძლება შენარჩუნდეს სექტემბერ-ოქტომბრის პირველ ნახევრამდე. დრამატული მატება შემდგომი 4-6 კვირა არ გვექნება, მაგრამ გამოვლენა და ტესტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – ამბობს კულუმბეგოვი.

ამავე თემაზე: როგორია ბოლო ერთი კვირის კოვიდსტატისტიკა

იტვირთბა....