ახალი ამბები კორონავირუსი

როგორია ბოლო ერთი კვირის კოვიდსტატისტიკა – NCDC

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბოლო ერთი კვირის ჩათვლით კოვიდინფიცირების, გამოჯანმრთელებისა და გარდაცვალების სტატისტიკას აქვეყნებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21-28 აგვისტოს პერიოდში კოვიდ 19-ის 13 737 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 14 486 ადამიანი, ხოლო ვირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა.

7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 17.91%.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 76 704ტესტი.

ცნობისთვის, 14-21 აგვისტოს კოვიდსტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში კოვიდის 12 595 ინფიცირება, 12 329  გამოჯანმრთელება და 6 გარდაცვალება იყო დაფიქსირებული.

იტვირთბა....