უკრაინაში მებრძოლი ქართველი ავთო ქაჯაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც რუსი ჯარისკაცი ტირის.
„აი, ესაა სახე რუსის… სხვის მოსაკლავად ღიმილით და გახარებულები მიდიან, მაგრამ სიკვდილის დროს ტირიან… როცა სიმართლის გულისთვის და სამშობლოს გულისთვის კვდები, უნდა იღიმოდე და ამაყად უნდა იყო – ქვეყანას და სიმართლეს იცავ… სამშობლოს გულისთვის გმირულად ბრძოლაში სიკვდილს ყველა ვაჟკაცი ღიმილით ხვდება ჩემო რუსებო“, – წერს ავთო ქაჯაია.
ცნობისთვის, გავლენიანი უცხოური მედიები წერენ, რომ უკრაინელებმა ხერსონში დაცვის პირველი ხაზის გარღვევა შეძლეს და ამჟამად ბრძოლები ხერსონში გრძელდება.
ასევე შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

