დონალდ ტრამპს სურს, „მშვიდობის საბჭოში“ წევრობის სანაცვლოდ, სახელმწიფოებისგან ერთი მილიარდი დოლარის გადახდა მოითხოვოს – ინფორმაციას ამის შესახებ “ბლუმბერგი” ავრცელებს.
“ბლუმბერგი“ წერს, რომ ჟურნალისტებმა “მშვიდობის საბჭოს“ წესდების პროექტი მოიპოვეს.
დოკუმენტში „მშვიდობის საბჭო“ დახასიათებულია, როგორც ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს სტაბილურობის წინ წაწევას, სანდო და კანონიერი მმართველობის აღდგენას და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას იმ რეგიონებში, სადაც ამჟამად კონფლიქტია ან დაპირისპირების საფრთხე არსებობს“.
პროექტის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციას სურს, ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანი მოითხოვოს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც „მშვიდობის საბჭოში“ მუდმივი წევრობა უნდათ. ამასთან, დონალდ ტრამპი იქნება საბჭოს თავმჯდომარე და ის გადაწყვეტს, ვის მიიწვევს ორგანიზაციაში.

