ტრამპის ტარიფებით მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს ქმნის – ნატო-ს წევრი რვა ქვეყანა, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფების დაწესებით ემუქრება, ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.
განცხადების ავტორების არიან დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
“ტარიფებით მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს ქმნის. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ დიალოგში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, რასაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, – ნათქვამია განცხადებაში.

