შეცდომად მივიჩნევ აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, წვლილი შეიტანონ გრენლანდიის უსაფრთხოებაში – იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, დონალდ ტრამპის მუქარა გრენლადიასთან დაკავშირებული გეგმის მოწინააღმდეგე ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებაზე, შეცდომაა.
„მჯერა, რომ დღეს ახალი სანქციების დაწესება შეცდომა იქნება. რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე დონალდ ტრამპს და ვუთხარი, რასაც ვფიქრობ“ – აღნიშნა იტალიის პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნეს გრენლანდიაში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 10%-იანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ფინეთს, ნორვეგიას და დიდი ბრიტანეთს. მისივე თქმით, გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება თუ არ შედგება, მაშინ პირველი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.

