გერმანიის შეიარაღებული ძალების 15 სამხედრო მოსამსახურე გრენლანდიიდან გერმანიაში ბრუნდება. როგორც ცნობილია, სამხედროები უკან ბრუნდებიან რეიკიავიკისა და კოპენჰაგენის გავლით. ისინი გრენლანდიაში 16 იანვარს გააგზავნეს. წვრთნებში მონაწილეობდნენ სხვა ქვეყნების სამხედროებიც.
“სადაზვერვო მისია წარმატებით ჩატარდა და ყველა კმაყოფილია. ახლა შეფასება უკვე გერმანიაში მოხდება“ – განაცხადა ბუნდესვერის ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა. მისი თქმით, მისია არ შეწყვეტილა და “სადაზვერვო ამოცანები ბრძანების შესაბამისად სრულად შესრულდა“.

