ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 071 399 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 98 102 614 აშშ დოლარს შეადგენს. გასული წლის, ქართული ღვინის იმპორტიორი ტოპ ათი ქვეყანა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
ქვეყანა – ბოთლი (0,75ლ)
რუსეთი – 18,308,177
ყაზახეთი – 5,195,949
უკრაინა – 3,412,453
ჩინეთი – 2,672,154
პოლონეთი – 1,600,302
ლატვია – 1,059,498
ბელორუსია – 900,346
ლიტვა – 658,666
ესტონეთი – 506,124
გერმანია – 276,862
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი თვის მონაცემებს, 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 521 802 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სულ ექსპორტირებულია 3,62 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.