ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ვანო ნადირაძე ფრონტის ხაზიდან სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის, გელა გოგიას დაღუპვას ეხმაურება.

ვანო ნადირაძის პოსტზე სოციალური ქსელის მომხმარებლები აკომენტარებენ და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

“გასკდა გული, მეზიზღები სიკვდილო! ოჰ, ეს ომი მალე დამთავრდეს ნეტავ თქვენი გამარჯვებით”

“ღმერთო, ნეტავ აღარ გამეგო აღარც ერთი ქართველის სიკვდილი. ნათელში ამყოფე კიდევ ერთი ვაჟკაცი”

“დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, მარადიული ხსოვნა სანთელი და ნათელი არ მოკლებოდეს”, – წერენ Facebook-ის მომხმარებლები.

ქართველი მებრძოლი, სენაკელი გელა გოგია უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ქალაქ კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებებისას დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მისი ცხედარი თანამებრძოლებმა უკვე გამოიყვანეს ფრონტის ხაზიდან. ქართველ ჯარისკაცს სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.

 

 

 

იტვირთბა....