რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას შეიარაღებული ძალების 137 000 სამხედროთი გაზრდის შესახებ.
ბრძანებულების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სრულ შემადგენლობაში 2 039 758 ადამიანი შევა, მათ შორის 1 150 628 სამხედრო მოსამსახურე იქნება. მანამდე, რუსეთის შეიარაღებული ძალები 1 902 758 ჯარისკაცისა და ოფიცრისგან შედგებოდა, მათ შორის 1 013 628 სამხედრო მოსამსახურე იყო.
რუსული მედიის ცნობით, ცვლილება ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევა და მისი რეალიზებისთვის, თავდაცვის სამინისტრო ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფს სახსრებს.