პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სოციალურ ქსელში მორგიგ პოსტს აქვეყნებს და გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას აჯამებს.
“აღარც ხიდი, აღარც ურდოს კოლონა! სევასტოპოლში ყოველ ღამე აფეთქებები და წიოკია” – პეტრიაშვილი
პეტრიაშვილი პოსტში ქართველ მებრძოლებსაც ახსსენებს და აღნიშნავს, რომ უკრაინელებმა იმ აფხაზი ბოევიკების ბაზა გაანადგურეს, რომლებიც ცნობებს ავრცელებდნენ, თითქოს ვანო ნადირაძე მოკლული იყო.
“უხ კიდევ იყო გუშინ მაგარი ამბავი! ლუჰანსკში განლაგებული აფხაზი “ბოევიკების” ბაზა თავის “პიატნაშკას” სრული შემოადგენლობით დაბუგეს ჩვენებმა! რამდენი ცალი ბოევიკი გადარჩა, გავიგებთ მალე, მაგრამ ეს ის ბანდაა, ჩვენი გმირი ვანო ნადირაძე რო მოკლულად გამოაცხადეს! ჰოდა, ვანომაც, ცნობები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძლიერ გადაჭარბებულიაო, წააწერა ერთ რაკეტას “მოკითხვა ვანოსგანო და ხია შიგ პიატნაშკაში! ვენაცვალე ვანო ნადირაძეს და ყველა ჩვენს გმირ ბიჭებს! გამარჯვებით გევლოთ ბოლომდე ძმებო და გამარჯვებით დაგვიბრუნდით საქართველოში!”, – წერს პეტრიაშვილი.