პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სოციალურ ქსელში მორგიგ პოსტს აქვეყნებს და გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას აჯამებს.
“რა მიხარია იცით? უკვე მერამდენე დღეა დილის ამბებს ვიწყებ ასეთი მშვენიერალური სიახლეებით:
გუშინ პრაქტიკულად განადგურდა ანტონოვკის ხიდი! 10 დარტყმა და… ხიდი, ზედ სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული ურდოს კოლონით, დაიფერფლა, ჯართად იქცა, დეტონირდა და აბუთქუნდაა! აღარც ხიდი, აღარც ურდოს კოლონა!
გუშინვე კახოვკის ხიდიც მიაყოლეს ჩვენებმა და…. კახოვკაში კაი დაძეძგვილი სამხედრო საწყობი თავის ურდოსებით და სამხედრო ტექნიკით!
უხ კიდევ იყო გუშინ მაგარი ამბავი! ლუჰანსკში განლაგებული აფხაზი “ბოევიკების” ბაზა თავის “პიატნაშკას” სრული შემოადგენლობით დაბუგეს ჩვენებმა! რამდენი ცალი ბოევიკი გადარჩა, გავიგებთ მალე, მაგრამ ეს ის ბანდაა, ჩვენი გმირი ვანო ნადირაძე რო მოკლულად გამოაცხადეს! ჰოდა, ვანომაც, ცნობები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძლიერ გადაჭარბებულიაო, წააწერა ერთ რაკეტას “მოკითხვა ვანოსგანო და ხია შიგ პიატნაშკაში! ვენაცვალე ვანო ნადირაძეს და ყველა ჩვენს გმირ ბიჭებს! გამარჯვებით გევლოთ ბოლომდე ძმებო და გამარჯვებით დაგვიბრუნდით საქართველოში!
სევასტოპოლში ყოველ ღამე აფეთქებები და წიოკია! გუშინდელიც არ იყო გამონაკლისი!
ეს ყველაფერი დიდწილად ჰაიმარსების დამსახურებაა, მაგრამ ჩვენს უმაგრეს მფრინავებს და არტილერიასაც დიდი ამაგი აქვთ!
ჯერ სად ხართ! მოვიდეს მძიმე ამერიკული დრონები “სუიჩბლეიდები” და “ექსკალიბურები”, ჩამოვიდნენ ჩვენი ბიჭები ახალი ამერიკული თვითმფრინავებით, უ ტა ტა ტააა!
გერმანელებმა, ბევრის მოცემა აწი აღარ შეგვიძლიაო, მარა სუპერთანამედროვე “IRIS”-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას ჰა და ჰა, დღე დღეზე მოგართმევთო!
ევროკავშირი ამზადებს დიდ სამხედრო მისიას უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად! ისე არ მოხდეს, რომ მისიაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის ჩვენი ბიჭები უკვე ყირიმში გამარჯვების შამპანურს სვამდნენ!
ისე, ევროკავშირში სულ 2 ქვეყანაა – ავსტრია და უნგრეთი, ვისაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ მიუწოდებია!
რა მაგის პასუხია, და სერბეთის ლიდერმა ვუჩიჩმა გუშინ ხალხს მიმართა, 1 ნოემბრიდან რუსულ ნავთობს აღარ ვიყიდიო! დობრე კოჩი! ომი უნდა აშკარად ესტონეთის პრემიერი აცხადებს, რომ სანქციების მერვე პაკეტში რუსული ენერგომატარებლების სრული ემბარგო უნდა შევიდესო! თაფლი და მურაბა ესტონეთის პრემიერის ბაგეებს, მაგრამ ჯერჯერობით მგონია, რომ რთულად მისაღეევია ეგ! არაუშავს! მთავარია, ევროპაში არის მტკიცე რწმენა რომ რუსული გაზის და ნავთის გარეშე არ დაიხოცებიან! ევროკავშირის ნახევარზე მეტ წევრ ქვეყნებში რუსებს აღარ შეუშვებენ! აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც, ვინც პილიტიკური დისიდენტია, იმათ გავითვალისწინებთ, სასწავლად და საშიპინგოდ კიდევ ჩრდილოეთ კორეაში იარეთო!
დღეს უკრაინის დროშის დღეა! ხვალ კი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა! ეს დღეები რომ აღინიშნება, 9000-მდე დაღუპული უკრაინელი სამხედროს დამსახურებაა! მათთან ერთად ჩვენი ქართველი ბიჭების წვლილიც ძალიან დიდია!
დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”, – წერს პეტრიაშვილი.