ახალი ამბები მსოფლიო

“პარკინგზე, სადაც დარია დუგინას მანქანა იყო გაჩერებული, 2 კვირის განმავლობაში ვიდეოკამერები არ მუშაობდა” – რუსული მედია

მოსკოვის რაიონში, ფესტივალის პარკინგზე, სადაც დარია დუგინას მანქანა იყო გაჩერებული, ორი კვირის განმავლობაში ვიდეოკამერები არ მუშაობდა, – ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება РЕН ТВ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ცნობისთვის, მოსკოვის გარეუბანში კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის ავტომობილი აფეთქდა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის დარია დუგინას გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს: “თუ კომპეტენტური ორგანოების მიერ უკრაინული კვალი დადასტურდება, მაშინ უნდა ვისაუბროთ კიევის რეჟიმის სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე”.

თავის მხრივ უკრაინაში აცხადებენ, რომ ალექსანდრ დუგინის შვილის გარდაცვალებასთან საერთო არაფერი აქვთ და მათი სახელმწიფო ტერორიზმისგან შორს დგას.

იტვირთბა....