მოსკოვის გარეუბანში “პუტინის იდეოლოგად” წოდებული ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის ავტომობილი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram გვერდი BAZA ავრცელებს. არსებული ინფომრაციით, ქალი ადგილზე დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, მანქანა მოძრაობისას აფეთქდა.
არსებული ცნობით, დარია დუგინი ჯიპის მარკის ავტომობილით მოჟაისკოეს გზატკეცილზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც, აფეთქება მოხდა.