ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყოველი თავდასხმა აშშ-ზე, რეალურად არის რუსეთისკენ გადგმული ნაბიჯი – მელია

ყოველი თავდასხმა აშშ-ზე, რეალურად არის რუსეთისკენ გადგმული ნაბიჯი და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. – ასე აფასებს “ნაცმოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია ივანიშვილის დეპუტატების წერილს.

„დღეს უსამშობლო, კოლაბორაციონისტების პარტიამ – „რუსულმა ოცნებამ“ განცხადება გამოაქვეყნა და რუსი ოლიგარქის მიზნები გაახმოვანა. ეს წერილი წარმოადგენს – ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ და საქართველოს ეროვნული ინტერესების  ღიად ღალატის მანიფესტს. ისინი კიდევ უფერო მეტად აღრმავებენ ღია დაპირისპირებას აშშ-სთან. „ოცნება“ ამ ბოდვით ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას.

სტრატეგიულ პარტნიორთან შედიან დაპირისპირების ისეთ სპირალში, რაც მათი ღრმა რწმენით, ჩვენს მეგობრებს ხელს ააღებინებს საქართველოს მხარდაჭერაზე და გადავიქცევით რუსეთის ჩამორჩენილ გუბერნიად. პუტინის რეჟიმს ერთგულებას უმტკიცებენ. ყოველი თავდასხმა აშშ-ზე, რეალურად არის რუსეთისკენ გადგმული ნაბიჯი და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი.

მმართველი პარტია საქართველოს უკეტავს ევროპის კარს.  შეუძლებელია, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს არ აღელვებდეთ ვინ არის და ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, რადგან მათი სტრატეგიული ინტერესია საქართველო გახდეს – ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული, უსაფრთხო და მდიდარი სახელმწიფო. მაგრამ, პირველ რიგში, „ოცნებას“ ქართველი ხალხის უნდა ეშინოდეს. ვინც თქვენ აუცილებლად დაგამარცხებთ

იტვირთბა....