ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„კონცენტრირებული ქვეყნის ღალატის აღწერაა“ – ბოკერია “ოცნებიდან” წასული დეპუტატების წერილზე

მოღალატეობრივი, მავნებლური ბოდვა რომ შევყაროთ ერთად, რაც კი ამ წლების განმავლობაში გაგვიგია და ყველანაირი თეორიები, ეს წერილი კონცენტრირებული ქვეყნის ღალატის აღწერაა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან. – ასე აფასებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ივანიშვილის დეპუტატების წერილს.

“მოღალატეობრივი, მავნებლური ბოდვა რომ შევყაროთ ერთად, რაც კი ამ წლების განმავლობაში გაგვიგია და ყველანაირი თეორიები, ეს წერილი კონცენტრირებული ქვეყნის ღალატის აღწერაა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან.  დარწმუნებული ვარ, პირადად მისი ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა ეს, მაგრამ მნიშვნელობაც არ აქვს მაგ დეტალს. ეგ არის ამ კაცისა და მისი გარემოცვის არსი, საკუთარი ინტერესებისთვის უტიფარი ბოდვით ქვეყნის ინტერების ღალატი, თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირება და საქართველოს მარტო დატოვება” – განაცხადა ბოკერიამ.

იტვირთბა....