ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ISW: ყირიმში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რუსი ოფიციალური პირები დაბნეულები არიან

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ISW ცნობით, რუსი ოფიციალური პირები 9 აგვისტოს, ყირიმში მომხდარი აფეთქების შემდეგ, დარცხვენილ და დაბნეულ მდგომარეობაში არიან.

ანალიტიკოსების შეფასებით, “რუსი ოფიციალური პირები 9 აგვისტოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის საკის ავიაბაზაზე  მომხდარი თავდასხმის შემდეგ, კვლავ დაბნეულები არიან”.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სატელიტურმა სურათები ადასტურებს უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდასხმის შედეგად განადგურდა სულ მცირე რვა რუსული თვითმფრინავი, რაც წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის მტკიცებასთან, რომ აფეთქებებს არც ერთი თვითმფრინავი არ დაუზიანებია.

ამავე თემაზე: VIDEO:ყირიმის დავომბვიდან 2 დღის შემდეგაც გასასვლელში საცობებია- ხალხი ოკუპირებულ ტერიტორიას მასიურად ტოვებს

ამავე თემაზე: როგორია ყირიმში რუსეთის სამხედრო ბაზაზე აფეთქებების მასშტაბი

 

 

იტვირთბა....